პატრიარქის ქადაგება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიონის ტაძარში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ღვთისმსახურება ჩაატარა. წირვას პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატებიც ესწრებოდნენ. ილია მეორემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს განსაკუთრებით ვლოცულობთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კიბოთი ავადმყოფობენ.

სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლების თვეა. ამასთან დაკავშირებით, პატრიარქმა ის ადამიანები დააჯილდოვა, ვისაც აღნიშნულ საქმეში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი. „ბერი ანდრიას ფონდის“ დამაარსებლები, ბერი ანდრიას მშობლები – ნესტორ მილორავა და თინათინ ჩხვიმიანი საპატრიარქო სიგელით დაჯილდოვდნენ. წირვას ფონდის აღსაზრდელებიც ესწრებოდნენ.