პატრიარქის ქადაგება 

ტრადიციული საკვირაო წირვა აღევლინა სამების საკათედრო ტაძარში.

ღვთისმსახურებას კათოლიკოს პატრიარქი უძღვებოდა. წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ შეკრებილ მრევლს მიმართა და მარიამ მაგდალინელის დღესასწაული მიულოცა. პაქტრიარქმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დედის როლზე გაამახვილა ყურადღება. მისმა უწმინდესობამ შვილების აღზრდის პროცესში, დედის როლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.