პატრიარქის ნათლულების მსვლელობა 

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს პატივსაცემად, მისი ნათლულების მსვლელობა იმართება.

ავლაბრის მეტროდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობას ის ადამიანები გამართავენ, რომლებიც ილია მეორემ ამ წლების განმავლობაში მონათლა. მე შეგახსენებთ, რომ კათოლიკოს პატრიარქმა 70-ზე მეტი საყოველთაო ნათლობა გამართა და ჯამში, 50 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს. აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოში დემოგრაფიული საკითხის გაუმჯობესების მიზნით იქნა მიღებული.