პატრიარქის მდივანი თვითიზოლაციაშია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტი, ​შორენა თეთრუაშვილი თვითიზოლაციაშია. მას კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან. ინფორმაციას ცისანა შარტავა, პატრიარქის ექიმი ადასტურებს. მისი ცნობით, 4 იანვარს ვირუსი დაუდასტურდა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტს, მეუფე ანტონს, შორენა თეთრუაშვილს მასთან სამუშაო შეხვედრა 3 იანვარს ჰქონდა. პატრიარქის პირადი ექიმის განცხადებით, თეთრუაშვილს კოვიდ-19-ზე ტესტირება ჩაუტარდა, პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება.