რუსთაველის თეატრში ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. 12 მაისი ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეა, ასევე აღინიშნება ლაზი წმინდანების დღე – თარიღის აღსანიშნავად მუსიკალური საღამოები ყოველწლიურად იმართება. ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა ცნობილი სიმღერები ლაზურად შეასრულეს. სცენაზე თურქეთიდან ჩამოსული ლაზ ქალთა გუნდიც წარდგა. უწმინდესის, ილია მეორეს ნათლულებმა კი მისი საგალობელი შეასრულეს.