პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ილია მეორე საპატრიარქოში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების განცხადებით, მიმდინარეობს დაკვირვება, რომ ადგილი არ ჰქონდეს ვირუსულ ინფექციას. პატრიარქი დღეს სამების საკათედრო ტაძარში  წირვის დროს შეუძლოდ გახდა. პირადი ექიმის თქმით, ილია მეორე ფასანაურში იმყოფებოდა და სავარაუდოდ, სიმაღლის ცვლილებებმა წნევის ცვალებადობა გამოიწვია.