პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა

21:16, 17.03.2026

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილური რჩება. რამდენიმე საათში თურქეთიდან ექიმ-რეანიმატოლოგს ელოდებიან. ილია მეორე ჰემოდინამიკური მაჩვენებლების დასტაბილურების მიზნით მართვით სუნთქვაზე იმყოფება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმთა მულტიპროფილური გუნდი მართავს. მედიკოსები შემდგომი მოქმედებების დასაგეგმად ახლა დინამიკას აკვირდებიან. დღის მეორე ნახევარში გამართულ კონსილიუმზე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების რეანიმატოლოგები შეჯერდნენ, რომ მკურნალობის სქემა ადეკვატურია და მასში ცვლილებები საჭირო არ არის.

პატრიარქი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს. როგორც ირკვევა, მანამდე ის სატურაციის ვარდნის გამო ჩაფიძის კლინიკაში იმყოფებოდა. უწმინდესისა და უნეტარესის მოსაყდრე, მეუფე შიო ერს ლოცვისკენ მოუწოდებს. დილიდან საავადმყოფოში სასულიერო პირები, პოლიტიკოსები, ხელისუფლების და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები იმყოფებიან.

როგორია მდგომარეობა დღის ბოლოს, – ნათია ქენქაძე კლინიკიდან პირდაპირ ეთერში.

მსგავსი