პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა

18:12, 23.01.2020

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

განცხადება ამის შესახებ „მოამბესთან“ ილია მეორის პირადმა ექიმმა გააკეთა. პარტიარქი დღეს გამოკვლევებზე ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა. ნეიროქირურგი გიორგი ვალიშვილი ამბობს, რომ პატრიარქს არა გეგმიური გამოკვლევა, არამედ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა წელის არეში და გამოკვლევას  საგანგაშო არაფერი აღმოუჩენია.

მსგავსი