პატრიარქის ეპისტოლე 

უწმინდესმა სააღდგომო ეპისტოლეში რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის იყო წმინდა ზიარების მნიშვნელობა.

პატრიარქი აღნიშნავს, რომ ზიარების უღირსად მიმღებნი სასჯელს განიკუთვნებენ, ხოლო გულწრფელად მონანულნი და სასულიერო პირის წინაშე თავის უძლურებათა დაუფარავად მაღიარებელნი, მადლით აღივსებიან. ილია მეორის თქმით, აღსარებისა და წმინდა ზიარების გარეშე, ადამიანი ცათა სასუფეველს ვერ მიაღწევს და ვერც მარადიული სიცოცხლის ნეტარებით აღივსება.