პატრიარქის ანგელოზის ხსენების დღე

12:05, 02.08.2026

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ილია მართლის, ილია თეზბიტელისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანგელოზის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დილიდან სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღევლინება. ღვთისმსახურებას პატრიარქი შიო მესამე უძღვება. ღვთისმსახურებას ტაძარში შეკრებილი მრევლი და პატრიარქის მიერ დალოცვილი გვარების წარმომადგენლები ესწრებიან. წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქი სიონის საპატრიარქო ტაძარში ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.

მსგავსი