პატრიარქის ანგელოზის ხსენების დღე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ილია მართლის, ილია თეზბიტელისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანგელოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა. ღვთისმსახურებას ტაძარში შეკრებილი მრევლი და პატრიარქის მიერ დალოცვილი გვარების წარმომადგენლები დაესწრნენ. ქადაგებისას პატრიარქმა შიომ ილია წინასწარმეტყველის, წმინდა ილია მართლისა და ნეტარხსენებული პატრიარქის, ილია მეორის მოღვაწეობა გაიხსენა.