პატრიარქი შუახევის მუნიციპალიტეტში

12:19, 25.10.2026

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე დღეს დილიდან წირვას აღავლენს სხალთის ეპარქიაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურსა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში. ღვთისმსახურება ამ წუთებშიც მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც, უწმინდესი და უნეტარესი საყოველთაო ნათლობას აღასრულებს. 16 საათზე კი, მისი უწმინდესობა ახლადნათელღებულებს დალოცავს.

საპატრიარქოს განმარტებით, სხალთის ეპარქიაში დაგეგმილი საყოველთაო ნათლობა არ უკავშირდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწესებულ მესამე და ყოველი მომდევნო შვილის ნათლობის ტრადიციას, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე ტარდება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

მსგავსი