პატრიარქი შუახევის მუნიციპალიტეტში
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ წირვა აღავლინა სხალთის ეპარქიაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურსა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.
ამ წუთებში უწმინდესი და უნეტარესი საყოველთაო ნათლობას აღასრულებს.
საპატრიარქოს განმარტებით, სხალთის ეპარქიაში დაგეგმილი საყოველთაო ნათლობა არ უკავშირდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწესებულ მესამე და ყოველი მომდევნო შვილის ნათლობის ტრადიციას, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე ტარდება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.