პატრიარქი შიო მესამე ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში იმყოფება

18:33, 03.11.2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში იმყოფებოდა.

შიო მესამის ვიზიტი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლების 30 წლისთავს უკავშირდება. თარიღთან დაკავშირებით  სამტრედიის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა. პატრიარქს ტაძრის ეზოში შეკრებილმა მრევლმა საზეიმო დახვედრა მოუწყო. უწმინდესმა კი შეკრებილები დალოცა. სამტრედიაში პატრიარქთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და თბილისის მერი.

მსგავსი