პატრიარქმა ბათუმში ხანძრის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

ილია მეორე დღეს დილით ბათუმში გაემგზავრა და სასულიერო პირებთან ერთად გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილები გაავრცელეს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერმა. გიორგი მარგველაშვილმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. მწუხარება გამოთქვა ირაკლი კობახიძემ. წუხელვე გამოეხმაურა და გარდაცვლილების ახლობლებს მიუსამძიმრა კახა კალაძემ. სამძიმრის წერილი გაავრცელა კათოლიკოს პატრიარქმა.