პატივის მიგება
აჭარის მთავრობის მეთაურმა სოფელ წაბლანაში 1989 წლის 19 აპრილს მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული 23 ადამიანის ხსოვნას მიაგო პატივი. სულხან თამაზაშვილმა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ის ასევე იმყოფებოდა სოფელ ვაშლოვანშიც, სადაც 1998 წლის 18 აპრილს მეწყერს ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოუცხადა.