პატივის მიგება პატრიარქის ხსოვნას

12:28, 18.04.2026

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 500-მა ახალგაზრდამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის საფლავი თეთრი ვარდებით შეამკო. ახალგაზრდები სიონის ტაძარში გორის მუნიციპალიტეტის მერთან, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდნენ. თბილისში გამგზავრებამდე ახალგაზრდებს გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია შეხვდა და ილია მეორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა. პროექტის ფარგლებში, 20 აპრილს, გორში, ერისთავის თეატრში ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

მსგავსი