პატიმრის წამების საქმე - მუხაძეს 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

დაუსწრებლად გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ: გლდანის ციხის ყოფილ ხელმძღვანელს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ალექსანდრე მუხაძე, რომელიც არაერთ სკანდალურ საქმეში ფიგურირებს, 2012 წლის შემდეგ საქართველოში აღარ იმყოფება. საქმე, რომელზეც სასაჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი სასამართლომ დამნაშავედ სცნო, პატიმარ მალხაზ არქანიას წამებას ეხება. საგამოძიებო მასალების მიხედვით, 2011 წლის მაისში დაკავებულ არქანიას არარსებულ ტერორისტულ აქტში მონაწილეობის აღიარებას სთხოვდნენ, რა დროსაც არაერთხელ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება – ფარული ვიდეო-მასალაა. საქმის სასამართლო განხილვის დასრულების შემდეგ დამდგარი შედეგით უკმაყოფილოა დაზარალებულის ადვოკატი. საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ არქანიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. 

ბელა ზაქაიძის რეპორტაჟი #მოამბე