პატიმრებზე ძალადობა ცხინვალის ციხეში

სანქციებზე ამერიკელი კონგრესმენების მოწოდება ეხება იმ ადამიანებსაც, რომლებიც ცხინვალის ციხეში გადაღებულ კადრებში ფიგურირებენ.

სექტემბრით დათარიღებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ ძალადობენ ე.წ. სასჯელაღსრულების დაწესებულების ნიღბიანი თანამშრომლები პატიმრებზე ფიზიკურად. სავარაუდოდ, ისინი ის მსჯავრდებულები არიან, რომლებმაც ციხეში არსებული მძიმე პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ზაფხულში შიმშილობა დაიწყეს.

საპატიმროში ვითარება იმდენად გაუსაძლისია, რომ პრობლემამ რამდენიმე ე.წ. დეპუტატიც შეაწუხა. დე-ფაქტო პარლამენტში თვითაღიარებული იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

ოფიციალური თბილისი, რომელიც სისტემურ დანაშაულზე წლებია საუბრობს, ახლად გავრცელებულ კადრებზე საერთაშორისო პარტნიორებისგან მკაცრ რეაგირებას ელის.