პატიმრების წამების საქმე

ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგა.

თითქმის 10-წლიანი ძებნის შემდეგ დაკავებულია სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი.

ვლადიმერ კაპანაძის ექსტრადიცია გერმანიიდან მოხდა. პატიმრების წამებაში ბრალდებულს საქართველოში პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი. გამოძიების მასალების მიხედვით, კაპანაძეს მსჯავრდებულების მიმართ მოპყრობის არაკანონიერი მეთოდები ჰქონდა შემუშავებული, რაც მოწმეების მონაყოლითაც დასტურდება. ყოფილი პატიმრების ჩვენებები მძიმედ მოსასმენია.