პატიმართა წამების საქმე

გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების ბრალდების საქმეზე ოთხი მოწმე დაიკითხა. ყოფილმა პატიმრებმა მათ მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე ისაუბრეს. მოწმეების ჩვენებით, მათ ბრალდებულები, ციხის ყოფილი თანამშრომლები სისტემატიურად უსწორდებობნენს. განსაკუტრებული სისასტიკით კი ციხის სამართლებრივი რეჟიმის ყოფილი უფროსი ოლეგ ფაცაცია გამოირჩეოდა. მოწმეების ჩვენებას სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა ბრალდებულების მხრიდან, რის გამოც მოსამართლემ ზაზა ხარაიშვილი სხდომიდან გააძევა.