პატიმართა წამების საქმე

ბოლო პერიოდის ერთ-ერთი რეზონანსული საქმის სასამართლო განხილვა დასრულებულია. პატიმრების წამების და არაადამიანური მოპყრობის საქმის შვიდივე ფიგურანტს მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

გლდანის ციხის ყოფილი თანამშრომლები, რომლებსაც თავისუფლების აღკვეთა სხვადასხვა ვადით მიუსაჯეს, ე.წ. მატროსოვის ციხეში არიან გადაყვანილები. საქმეში ათეულობით ყოფილი პატიმრის ჩვენებები დევს. დაზარალებულების მონაყოლის მიხედვით,  2010-2012 წლებში მათ ფიზიკურად სისტემატურად უსწორდებოდნენ და ეს მხოლოდ ე.წ. კარანტინის დაშლის დროს არ ხდებოდა.

საქმე, რომლის ძიება 2013 წელს დაიწყო, სასამართლოს ზედა ინსტანციაში გადაინაცვლებს.