პატარკაციშვილის მკვლელობის საქმის განხილვა

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი მერებაშვილი, შესაძლოა, დღეს პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

როგორც დაცვის მხარის ადვოკატები აცხადებენ, მერებაშვილს 9-თვიანი პატიმრობის ვადა 15 ივლისს ეწურება.

პროკურორ დავით გუმბერიძის თქმით, დღეს ბრალდებულები უნდა დაიკითხონ. ბრალდების მხარე ამ ეტაპზე საიდუმლო მასალებს იკვლევს და სხდომა დროებით დაიხურა.