პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის განხილვა

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის განხილვა დაცვის თანამშრომლების გამოკითხვით გრძელდება.

მოწმე ნიკოლოზ კალაძემ განაცხადა, რომ მისი დაკავების შემდეგ მასთან საპატიმროში შედიოდნენ პირები და ისეთი სახის ინფორმაციებს აზუსტებდნენ, რომელიც მხოლოდ თანამშრომლებმა იცოდნენ. ამ საქმეზე კუდ-ის სამ ყოფილ თანამშრომელს აქვს ბრალი წარდგენილი, გიორგი მერებაშვილს, რევაზ შიუკაშვილს და ლევან ქარდავას.