პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე

იგეგმებოდა თუ არა 2007 წელს ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია, – სასამართლომ რეზონანსული საქმის მთავარ მოწმეს მოუსმინა.

ჩვენება დღეს იმ ადამიანმა მისცა, რომელიც ბიზნესმენის სახლის დაცვის სამსახურში მუშაობდა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, სწორედ მამუკა შაროვს შეხვდა გიორგი დგებუაძე, იგივე „მასტერა“, პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმის გასაცნობად.

პროკურატურის ინფორმაციით, კუდ-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი შაროვის გადმობირებას ცდილობდა და მას პატარკაციშვილის სახლში შეღწევაში დახმარებას სთხოვდა. დღეს დაკითხული მოწმე იმ ფარულ აუდიო-ჩანაწერშიც ფიგურირებს, რომელიც საგამოძიებო უწყებამ სექტემბერში პირველად გამოაქვეყნა.