პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა ბრალდებულის ადვოკატებმა დააყენეს. მხარეებმა იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე. ადვოკატები ითხოვენ, რომ სასამართლომ არ გაიზიაროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ჩანაწერი, რადგან ადვოკატების განცხადებით, ეს ჩანაწერი ავთენტური არაა. საუბარია იმ აუდიო ჩანაწერზე, რომელიც ბრალდების ცნობით ასახავს 2007 წლის თებერვალში მოდულის შენობაში ერთ-ერთ თათბირს. გამოძიების ცნობით, ამ თათბირზე საუბარია ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმის შეთანხმებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კუდის მაშინდელი მაღალჩინოსნები, გია დგებუაძე იგივე „მასტერა,“ ლევან ქარდავა, რევაზ შიუკაშვილი და გიორგი მერებაშვილი.