პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე

თვის ბოლომდე, სასამართლო განაჩენს კიდევ ერთ რეზონანსულ საქმეზე გამოიტანს.

საუბარია ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის მზადების საქმეზე. პროკურატურის მთავარი მტკიცებულება შემოდგომაზე გამოქვეყნებული ფარული აუდიო-მასალაა, რომელიც გამოძიების მტკიცებით, 2007 წელს კუდ-ში გამართულ თათბირს ასახავს. ბრალდებულები არიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც, პროკურატურის ვერსიით, ბიზნესმნების მკვლელობას გეგმავდნენ და ამ მიზნით, პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომლების გადაბირებას ცდილობდნენ. განაჩენის გამოტანამდე დღეს სასამართლოს წინაშე, საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, გიორგი დგებუაძე, იგივე „მასტერა“ წარდგა.