ცეკვის აკადემია „სუხიშვილების ბავშვთა ანსამბლმა“ გრიბოედოვის თეატრში სოლო კონცერტი გამართა. ღონისძიება ქართული ნაციონალური ბალეტის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. სუხიშვილების ბავშვთა ანსამბლი მაყურებლის წინაშე წარდგა როგორც კლასიკური პროგრამით, ასევე ილიკო სუხიშვილი უმცროსის ახალი ცეკვებით.
სუხიშვილების ბავშვთა ანსამბლის კონცერტები ივნისის ბოლომდე სხვადასხვა თეატრში გაიმართება.