პატარა მოჭადრაკეების დიდი გამარჯვებები
ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლა 2006 წელს დაარსდა და უკვე 20 წელია, მისი მოსწავლეები ადგილობრივ და საერთაშორისო ჩემპიონატებზე წარმატებით ასპარეზობენ. 450 აღსაზრდელს 20 მწვრთნელი ამეცადინებს. ყოველდღიური შრომის შედეგიც არ აყოვნებს, – სულ ახლახანს, პატარა მოჭადრაკეები მშობლიურ ქალაქში საქართველოს ჩემპიონატიდან საპრიზო ადგილებითა და მედლებით დაბრუნდნენ. ამავე სკოლის მოსწავლემ, ლილე სვანაძემ კი საბერძნეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 10 წლამდე გოგონათა შორის პირველობა არავის დაუთმო და ოქროს მედალი მოიპოვა.
პატარა მოჭადრაკეების დიდი მიზნები და მიღწევები – რეპორტაჟი ქუთაისიდან.