პასუხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს

ქართული მხარე ცინიკურს უწოდებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ საქართველო ოკუპირებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრებზე დაძაბულობის შესამცირებლად ერთობლივი სამუშაოებში მონაწილეობისთვის კვლავ არ არის მზად. ამის შესახებ ნათქვამია უწყების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მარია ზახაროვას განცხადება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების გატაცების შემთხვევების შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად გამოქვეყნდა. რუსეთის საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ ცნება „ადამიანების გატაცება“ არასწორია.

ოფიციალურ თბლისში მიაჩნიათ, რომ ეს არის მცდელობა, მოუძებნოს გამართლება ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს.