პასუხი მწვავე გამოხმაურებაზე

ახალქალაქის რაიონის სოფელ ბუღაშენში გამართული პრეზენტაცია დავის საგანი ხდება.

ეთნიკური სომხებით დასახლებულ სოფელში ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის რესტავრირებული ვარიანტის პრეზენტაციას აზერბაიჯანის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. სოფლის მცხოვრებლებისთვის მწვავე რეაქციები გაუგებარია, რადგან, მათივე განმარტებით, მიხაილ ავაქიანის მონუმენტი სოფელში ჯერ კიდევ 25 წლის წინ დაიდგა.

20 იანვარს გამართული ღონისძიების მონაწილეებს, განმარტებების გაკეთება უწევთ.