პასუხი გიგი უგულავას

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში  განაცხადა, რომ პირველი არხის გენერალურ  დირექტორს თანამშრომელთა ნაწილი „რუსთავი 2“-ში გადაჰყავს.  პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, რას ეფუძნება მისი ეს განცხადება, უგულავამ წყაროს დასახელებაზე უარი თქვა. კიდევ ერთ შეკითხვაზე კი, – იმ შემთხვევაში თუ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდება, მოიხდის თუ არა ის ბოდიშს, – უგულავამ ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა.