„პასპორტის“ პრემიერა

სახელოვნებო გაერთიანება „ღია სივრცის“ კიდევ ერთი საინტერესო პროექტი.

„პასპორტი“ – ასე ჰქვია რეჟისორ მიშა ჩარკვიანის ახალ სპექტაკლს, რომელიც რუსულ ოკუპაციასა და უკანასკნელ პერიოდში კონფლიქტურ რეგიონებში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს მიეძღვნება.

„ღია სივრცის“ ჯგუფი ოკუპირებული ტერიტორიების მეზობელ სოფლებს: ოძისს, მერეთს და დიცს ეწვია, რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა და პოეტმა ანდრო დადიანმა ტექსტი სწორედ იქ შეგროვებულ მასალაზე დაყრდნობით დაწერეს.