პასკის ფესტივალი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელმა გიორგეთმა პასკის ფესტივალს უმასპინძლა. წარმოდგენილი იყო პასკის ნაირსახეობა, ფერადი კვერცხები, ჩირი, ტკბილეული და აღდგომისთვის დამახასიათებელი დეკორაციები. ფესტივალის სტუმრები გაეცნენ რაჭულ კერძებს, მონაწილეობა მიიღეს პასკისა და პურის ცხობის მასტერკლასში. ადგილობრივები ამბობენ, რომ ესაა დღესასწაული, რომლისთვისაც მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან. პასკის ფესტივალის მიზანი მრავალეთნიკური მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციაა.