„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ - ანგარიში

„ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად” –  ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტში საუბარია 2017- 2018 წლებზე და დისკრიმინაციულ მიმართულებებზე.

ყურადღება გამახვილდა 28 შემთხვევაზე, საიდანაც 17 მიმდინარე წელს დაფიქსირებული ფაქტია. ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ძირითად გამოწვევებს შორის,  შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაცია ჯერ კიდევ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პრობლემად.