პარტიული კვლევა – გამოხმაურება

15:09, 29.09.2026

სოციალურ მედიაში გავრცელდა სლაიდი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შესახებ, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო არჩევნების ახლა ჩატარების შემთხვევაში, მმართველი გუნდი – 36%-ით ლიდერობს. დანარჩენი ოპოზიციის რეიტინგი კი – ჯამში, 20 პროცენტზე ნაკლებით განისაზღვრა. აღნიშნულ კვლევაში არ არის აღრიცხული „ლელოს“ და „ფედერალისტების“ რეიტინგი. გახარიას პარტიის და „ნაციონალური მოძრაობის“ აზრით, „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მოსახლეობა რეალური პოზიციების დაფიქსირებას ერიდება. „თავისუფალი ხალხის“ პარტიაში კი – ამბობენ, რომ კვლევების შესახებ მათთვის უკვე ცნობილი იყო კოლეგებისგან და უკვირს, თუ რატომ არ ასაჯაროებენ ამ ინფორმაციას. მმართველ გუნდში კი – განმარტავენ, რომ ოპოზიციის ბოლოდროინდელი ქმედებების ფონზე, მათი რეიტინგი ნულისკენ მიდის.

მსგავსი