პარტიის „საქართველოსთვის“ საარჩევნო კამპანია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი სანზონის მცხოვრებლებს შეხვდა.

გიორგი გახარიამ ადგილობრივებს პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი გალაკტიონ ღუდუშაური წარუდგინა. გიორგი გახარიას თქმით, რაიონის საჭიროებების პრიორიტეტებს თავად ადგილობრივები უნდა განსაზღვრავდნენ, მაჟორიტარმა კი უნდა უზრუნველყოს, რომ რაიონის ხმა ისმოდეს საკრებულოში.