პარტიების განცხადება

ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ – „სოციალური სამართლიანობისთვის“, „მომავალი საქართველო“,  „ეროვნულ-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და “არჩევანი სამშობლოსათვის“ – ერთობლივი ბრიფინგი გამართა.

პარტიების წარმომადგენლებმა 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები და წარმოდგენილი შედეგები კიდევ ერთხელ შეაფასეს და საზოგადოებას ერთობლივი სამოქმედო გეგმა გააცნეს. მათი განცხადებით, არჩევნები გაყალბდა და მომავალი კვირიდან აქციების გამართვას გეგმავენ. მათივე განმარტებით, შეხვდებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც.