პარტიების განცხადება

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ბათუმში 8 პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გააკეთა.

მათ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართეს. პარტიების პოზიციით, ხელისუფლება ცდილობს აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, რომელიც მიზნად ისახავს რამდენიმე სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობის გაუქმებასა და სამსახურიდან მათ გათავისუფლებას. აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა საფრთხეშია. თანამშრომლები არ გამორიცხავენ გაფიცვის მოწყობასაც.