პარტიების განაცხადების შეტანის ვადა ამოიწურა

18:32, 02.09.2021

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრაციის ვადა დღეს, 2 სექტემბერს, 18 საათზე ამოიწურა. პოლიტიკური სუბიექტების ნაწილმა საარჩევნო ადმინისტრაციას აუცილებელი დოკუმენტები უკვე წარუდგინა. კონკრეტულად რამდენმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიმართა ცესკო-ს ორი ოქტომბრის არჩევნებზე რეგისტრაციისთვის, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ინფორმაციას ცესკო გაავრცელებს.

მსგავსი