პარტიების ფინანსების ახალი მაკონტროლებელი

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგი ანტიკორუფციული ბიუროს კომპეტენცია გახდა. 12 რეკომენდაციის ფარგლებში შექმნილი სტრუქტურული ერთეული, რომელიც საქმიანობას დღეიდან შეუდგა, უკვე გახდა ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე. ოპონენტები ბიუროს საქმიანობაში გარკვეულ რისკებს ხედავენ და ამბობენ, რომ მმართველ გუნდი მას წინასაარჩევნოდ პარტიებზე ზეწოლისთვის გამოიყენებს. ოპოზიციას კითხვები აქვს ბიუროს ხელმძრავანელის არჩევის წესთან დაკავშირებითაც. ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ ახალი უწყების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მკაფიო სამართლებრივი ჩარჩო შეიქმნა.