პარტიების დაფინანსების წესი 

დაფინანსების საკითხის გარშემო ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა.

ოთხი ოპოზიციური სუბიექტი საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობის არაღიარების მიუხედავად, ამ არჩევნებზე მიღებული ხმებით განსაზღვრულ დაფინანსებას ელოდება. ამ საკითხზე პრინციპული პოზიცია მხოლოდ „გირჩს“ და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“ აქვთ, რომლებიც ბოიკოტის ფონზე დაფინანსების მოთხოვნას არჩევნების ირიბ აღიარებად აფასებენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის დაფინანსების მიღების მოთხოვნით ჯერ არ მიუმართავს „ლეიბორისტების“ ლიდერს, თუმცა არც ის უთქვამს, იტყვის თუ არა უარს სახელმწიფო დაფინანსების მიღებაზე. ამ თემაზე დასმულმა შეკითხვამ შალვა ნათელაშვილი დღეს იმდენად გააღიზიანა, რომ ჩვენს ჟურნალისტს დაესხა თავს.

დატოვე კომენტარი