პარტიების დაფინანსების საკითხი - შეფასებები

ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა პარტიების დაფინანსების საკითხი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ თუ ოპოზიციის კონკრეტული ნაწილი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს, მაშინ მათ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი უნდა ეთქვათ. სახელისუფლებო გუნდში 2020 წლისა და 2024 წლის არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან პარალელს ავლებს და ამბობენ, რომ ოპონენტების ასეთი ქცევა მოსალოდნელი იყო.  შეგახსენებთ, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან მეორე დღეს, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოიპოვა, აქედან ერთმა – „კოალიცია ცვლილებისთვის“ ამ დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა.