პარტიების დაფინანსების საკითხი

 პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება პარტიების დაფინანსების წესის შესახებ კანონპროექტი, რომელსაც მიმდინარე კვირაში, რიგგარეშე სესიებზე სამი მოსმენით უყრიან კენჭს. პროექტის მიხედვით, პარტია, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ.

ასევე, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან. ოპოზიცია აღნიშნულ პროექტს მმართველი გუნდისგან მუქარას უწოდებს და აცხადებს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი მოლაპარაკების პროცესს დააზიანებს.