პარტიების დაფინანსების საკითხი

პარტიებს, რომელთა წევრებს საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ ან საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. ამას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტმა მომავალი კვირის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. ასევე, ცვლილება შედის პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც ითვალისწინებს ანაზღაურების განულებას იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ოპოზიციის საპარლამენტო საბოტაჟი სახელმწიფოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.

უფრო კონკრეტულად, რას ითვალისწინებს ცვლილებათა პაკეტი და როგორია ოპოზიციის პოზიცია და შეფასებები, ანა ბროლაძე გვეტყვის.

დატოვე კომენტარი