პარტიების დაფინანსების საკითხი

დაფინანსების მიღების თაობაზე ოპოზიციური პარტიების მიმართვას, სავარაუდოდ, „ლელოც“ შეუერთდება. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაფინანსებაზე უარის თქმა პოპულიზმია იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს მორალურად გაუმართლებელია.

ამასთან, პარტიაში ამბობენ, რომ ფინანსური რესურსი ისედაც „ქართული ოცნების“ მხარესაა და პარტიულ დაფინანსებაზე უარი, ბრძოლაზე უარის თქმის ტოლფასია. რვა ოპოზიციური პარტიიდან, რომლებმაც არჩევნებში ერთპროცენტიანი ბარიერი გადალახეს, ცესკოს-თვის დაფინანსების თაობაზე მიმართვას, ამ დროისთვის, მხოლოდ „მოქალაქეები“ და „გირჩი“ არ აპირებენ.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ პოსტში „გირჩი“ იუწყება, რომ მათთვის გაუგებარია, საპარლამენტო ბოიკოტის პირობებში, რატომ ცნობს ზოგიერთი პარტია არჩევნების შედეგებს, მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსების მიღების ნაწილში.