პარტია „თავისუფლების მოედნის“ ყრილობა

პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ პარტიად ჩამოყალიბდა. პარტიის მომავალი გეგმები და მიმართულებები დამსწრეებს დღეს ყრილობაზე გააცნეს. დღევანდელ ღონისძიებაზე პარტიამ ეროვნული კომიტეტის წევრთა სია წარადგინა. ასევე ისაუბრეს პრიორიტეტებზე, სამოქმედო სტრატეგიებსა და უახლოეს მიზნებზე, რაც მათი პოლიტიკური საქმიანობის განვითარების ძირითად ეტაპებს განსაზღვრავს.