პარტია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადება

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა – კახა კუკავამ და რკინიგზიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სამართლებრივი დავის დაწყება დააანონსა. სარჩელით მოითხოვენ მის სამსახურში აღდგენას. მათივე თქმით, 2025 წლის აგვისტოში აღნიშნული პირი გაათავისუფლეს, ხოლო გათავისუფლება მეილის საშუალებით შეატყობინეს. კუკავას განმარტებით, გათავისუფლებულმა თანამშრომელმა 20 დღე ისე იმუშავა, რომ ამის შესახებ არ იცოდა.