პარტია „თავისუფალი საქართველოს“  ბრიფინგი

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კუკავამ საკრებულოს წინ, თანაგუნდელებთან ერთად, ბრიფინგი გამართა და „ქართული ოცნების“ ძველ მომხრეებს მიმართა. მათ შორის, მიმართვის ადრესატები იყვნენ ყოფილი მაღალჩინოსნები. კუკავას თქმით, სახელისუფლებო გუნდში დიდი დაპირისპირებაა, რადგან ირაკლი კობახიძე პარტიაში გავლენების გაძლიერების მიზნით, ირაკლი ღარიბაშვილის კადრებს უპირისპირდება.