პარტია „საქართველოსთვის“ ყრილობა

„გახარია საქართველოსთვის“ დაარსებიდან 4 წელი შესრულდა.

დღეს პარტიის ყრილობა გაიმართა, სადაც წესდების მიხედვით, პოლიტსაბჭოს და  თავმჯდომარის არჩევაზე იმსჯელეს. პარტიას ისევ გიორგი გახარია უხელმძღვანელებს, რომელმაც შეკრებილებს სიტყვითაც მიმართა და ქვეყანაში და პოლიტიკურ ველზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ მკვეთრად პოლარიზებულ გარემოში, თანმიმდევრულობას მხოლოდ მისი პოლიტიკური გაერთიანება ინარჩუნებს.

გიორგი გახარიამ დღეს კიდევ ერთხელ გააჟღერა, რომ მათი პარტია ყველა მომდევნო არჩევნებისთვის ემზადება.